ასტროლოგები 2017 წლის თვეების მძიმე დღეებს ასახელებენ

ხუთშაბათი, 30 მარტი, 2017 - 16:36

ასტროლოგები 2017 წლის თვეების მძიმე დღეებს ასახელებენ. მათი თქმით, წლის პირველი უარყოფითი დღეები იანვრის, თებერვლისა და მარტის თვეებში გავლილია, ხოლო აპრილიდან, ზოგადად, ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესების პერიოდი იწყება.

აპრილის დასაწყისში დრო დგება ძველი ვალების გასტუმრებისა და შეცდომების გამოსწორების. თვის მეორე ნახევარში პირად ცხოვრებასა და შემოქმედებით მოღვაწეობაში ახალი იდეები გაჩნდება, მათ განსახორციელებლად კი ხელი მოგემართებათ. ეს პერიოდი  ხელსაყრელი იქნება ფინანსური ოპერაციების, მომგებიანი კონტრაქტებისა და შესყიდვების მხრივ.

ასტროლოგები სიფრთხილეს გვირჩევენ 4, 8, 9, 10,11, 14, 23, 26  და 28 აპრილს.

მაისის თვე  წარმატებული იქნება, მოსალოდნელია წარმატებული  ურთიერთობები როგორც სიყვარულში, ასევე ბიზნესში, კარიერის მხრივ კი დიდი შესაძლებლობები გეძლევათ. მსოფლიოში გლობალურ დონეზე უმჯობესდება საერთაშორისო მდგომარეობა.

არახელსაყრელი დღებია: 6, 8, 10, 11, 25, 26, 27 და 29 მაისი.

ივნისის ბოლოს, დადებითი ტენდენცია ცოტა შეიცვლება, შესაძლოა, არასტაბილურობა ეკონომიკისა და ხელისუფლებაში დისბალანსის შექმნის კუთხით.

არახელსაყრელი დღეებია: 4, 9, 10, 12, 15, 23, 24, 25, 28 და 30 ივნისი.

ივლისი საუკეთესო პერიოდი იქნება  მოგზაურობებისთვის და საინტერესო ვიზიტებისთვის. ეს ის პერიოდია, როდესაც შესაძლებელია უთანხმოებისა და კონფლიქტების ადვილად მოგვარება.

უარყოფითი დღეებია: 1, 2, 8, 9, 10, 17, 18, 20, 22, 23  და 27 ივლისი.

აგვისტოში თავს იჩენს ეკონომიკური პრობლემები. იზრდება ავარიების შემთხვევების რისკი. ასტროლოგები ამ პერიოდში ექსცესების თავიდან ასაცილებლად ემოციების  კონტროლს გვირჩევენ.

ნეგატიური დღეებია:  3, 4, 6, 7, 8, 15, 21, 24, 28 და 29  აგვისტო.

სექტემბერში სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის სტაბილიზაცია ხდება,  პირადი ცხოვრება,  შესაძლოა,უკეთესობისკენ  შეიცვალოს. თუმცა ამ პერიოდში იზრდება  ბუნებრივი კატასტროფებისა და ტექნოგენური ავარიების რისკი.

ასტროლოგები სიფრთხილეს გვირჩევენ 3, 5, 6, 12, 14, 19, 20, 21, 27, 28  და 29 სექტემბერს.

ოქტომბერში, გარდა 4, 5, 8, 9, 10, 11 და 19 რიცხვისა, ხოლო ნოემბერში გარდა 1, 2, 4, 18, 19, 23, 26, 28 და 29 რიცხვისა, საკმაოდ პოზიტიური  ცვლილებების დრო დგება. პირად ცხოვრებასა და ურთიერთობებში  გამარჯვებები გელით.

დეკემბერი  საკმაოდ დაძაბული თვე იქნება, ამ პერიოდში უბედური შემთხვევების, ტრავების, კონფლიქტებისა და აფეთქებების რისკი მაღალია.

რთული დღეებია:  1, 3, 9, 18, 21, 22  და 25 დეკემბერი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.44
  • 2.88
  • 3.29
  • 0.04
  • 0.55
  • 1.44