ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სინქრონიზაციის სამუშაო შეხვედრა დასრულდა

ხუთშაბათი, 30 მარტი, 2017 - 13:23

ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ნატო- საქართველოს არსებითი პაკეტის სინქრონიზაციის სამუშაო შეხვედრა დასრულდა.

სამდღიანი სემინარი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჩხაიძემ დახურა.

სემინარის დასკვნით ღონისძიებაზე სინდიკატების ხელმძღვანელებმა სამუშაო პროცესი შეაფასეს და შემაჯამებელი პრეზენტაციები წარმოადგინეს. უცხოელი ექსპერტების განცხადებით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ყველა ინიციატივა დაბრკოლების გარეშე ვითარდება, თუმცა თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესის ბოლომდე მისაყვანად მსგავსი სამუშაო შეხვედრების გაგრძელება აუცილებელია.

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სინქრონიზაციის სამუშაო შეხვედრა მიზნად ახალ სტრატეგიულ მიმართულებებზე საერთო მიდგომის მიღწევას, საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაციას და დუბლირებული ძალისხმევის თავიდან აცილებას ისახავდა.

შეხვედრების ფარგლებში იმ მიმართულებების განსაზღვრაც მოხდა, რომლებიც დამატებით მხარდაჭერასა და რესურსების გაუმჯობესებული მენეჯმენტის უზრუნველყოფას საჭიროებენ. სემინარი ნატოსა და საქართველოს მიერ ერთობლივად დაიგეგმა და განხორციელდა, მის ორგანიზებაში ასევე, ჩართული იყო ბულგარეთის საელჩო, რომელიც საქართველოში ნატოს საკონტაქტო საელჩოა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5