ქართველმა სტარტაპერებმა სილიკონ ველიში წამყვან მენტორებთან ტრენინგები გაიარეს

ხუთშაბათი, 30 მარტი, 2017 - 12:50

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლები და სახელმწიფო პროგრამა ,,სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებული გუნდები, სააგენტოს მხარდაჭერით, შეერთებულ შტატებში სილიკონ ველიში იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში სტარტაპერებმა სილიკონ ველის წამყვან მენტორებთან ე.წ. bootcamp ტრენინგები გაიარეს.

სტარტაპები სამედიცინო, ფინანსური ტექნოლოგიების, ვირტუალური რეალობისა და ბაქტერიოფაგების სექტორებს წარმოადგენენ. გამარჯვებულ გუნდებს ტრენინგები სილიკონ ველის წამყვანმა სპეციალისტებმა და მენტორებმა გაყიდვების, გლობალური ორგანიზაციის ფორმირების, რისკების შეფასების, ინტელექტუალური საკუთრების მართვისა და მოლაპარაკების მიმართულებით ჩაუტარეს.

ტრენინგები მორგებული იყო, „სტარტაპ საქართველოს“ ფარგლებში ჩატარებული, სამთვიანი მენტორშიპის პროგრამის საჭიროებებს. ტრენინგებთან ერთად სტარტაპებს შესაძლებლობა აქვთ შეხვედრები გამართონ პოტენციურ ინვესტორებთან, მომხმარებლებთან და პარტნიორებთან. მათ  უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ, წარადგინონ თავიანთი კომპანიები 50-მდე ვენჩურული ინვესტორის წინაშე, რომლებიც დაინტერესდნენ მათი პროექტებით. ქართველი სტარტაპერები ამერიკელი ინვესტორებისგან სამომავლო თანამშრომლობასა და ფონდების მოზიდვაზე მუშაობენ.

საქართველოს მთავრობა სილიკონ ველის ვენჩურული ინვესტორების საქართველოში შემოსვლას მხარს უჭერს. სილიკონ ველი არის მსოფლიოს  წამყვანი ისეთი მაღალტექოლოგიური კორპორაციების სამშობლო, როგორებიცაა Facebook, Google, Yahoo, Cisco, Oracle, Apple, Adobe, Ebay Intel, Twitter. ეს არის  ადგილი, სადაც იქმნება მსოფლიოს ყველაზე რევოლუციური გამოგონებები, რომლებიც ყოველდღიურად ახდენენ  ზეგავლენას ჩვენს ცხოვრებაზე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.95
  • 3.35
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46