ვენეციის კომისიის დელეგაცია ვიზიტით საქართველოში იმყოფება

ოთხშაბათი, 29 მარტი, 2017 - 21:27

ვენეციის კომისიის დელეგაცია ვიზიტით საქართველოში იმყოფება.  დელეგაციას ხელმძღვანელობს ვენეციის კომისიის მდივანი  ტომას მარკერტი,  დელეგაციის შემადგენლობაშია: ვენეციის კომისიის წევრი მალტიდან  მაიკლ ფრედო,  ვენეციის კომისიის წევრი საბერძნეთიდან ნიკოს ალივიზატოსი, ვენეციის კომისიის წევრი ესპანეთიდან  ჯოზეფ მარია კასტელა ენდრიუ და  ვენეციის კომისიის მრჩეველი იურიდიულ საკითხებში ზია კაგა ტანიარი.

დელეგაციის წევრები 30 მარტს საქართველოს პარლამენტში შეხვედრებს გამართავს  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან თამარ ჩუგოშვილთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსთან ნიკოლოზ სამხარაძესთან.

მოგვიანებით დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფთან,  ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფთან, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფთან, საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფთან.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.27
  • 0.04
  • 0.51
  • 1.45