აპრილის ბოლოს მომზადდება დოკუმენტი, რომელიც პასუხს გასცემს ყველა კითხვას - ირაკლი კობახიძე

ოთხშაბათი, 29 მარტი, 2017 - 15:22

ყველა რეალურად კვალიფიციური პარტია არის წარმოდგენილი საკონსტიტუციო კომისიაში და მათ აქვთ სრული შესაძლებლობა, გამოთქვან თავისი მოსაზრებები და ამ მოსაზრებების დიდი ნაწილი არის უკვე ასახული იმ პროექტში, რომელიც მუშავდება ამჟამად კომისიის სამდივნოში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ არასაპარლამენტო ოპოზიციის ოთხპუნქტიანი მოთხოვნის კომენტირებისას განაცხადა.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ კომისიას საკუთარი დღის წესრიგი აქვს, რომლის თანახმად, მომზადებული დოკუმენტი ყველა დასმულ შეკითხვას უპასუხებს.

„კომისიაში წარმოდგენილია 73 წევრი. მათ შორის, ყველა რეალურად კვალიფიციური პარტია, მათ აქვთ სრული შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ კომისიის მუშაობაში. კომისიას აქვს თავისი დღის წესრიგი. ამ დღის წესრიგის თანახმად, ათი აპრილის კვირაში გაიმართება დისკუსიების მესამე რაუნდი, რის შემდეგაც ჩვენ არა მარტო ჩვენს მოსაზრებებს, არამედ კომისიის კონკრეტულ პროექტს წარვუდგენთ პლენარულ სხდომას და უკვე აპრილის ბოლოს დამტკიცდება საბოლოო დოკუმენტი, რომელიც ინიციატივის სახით იქნება შეტანილი საქართველოს პარლამენტში. ჩვენ გვაქვს დღის წესრიგი. ამ დღის წესრიგის მიხედვით, აპრილის ბოლოს მომზადდება გარკვეული დოკუმენტი და ეს დოკუმენტი პასუხს გასცემს ყველა კითხვას, რომელიც არის დასმული. ყველა რეალურად კვალიფიციური პარტია არის წარმოდგენილი საკონსტიტუციო კომისიაში და მათ აქვთ სრული შესაძლებლობა, გამოთქვან თავისი მოსაზრებები და ამ მოსაზრებების დიდი ნაწილი არის უკვე ასახული იმ პროექტში, რომელიც მუშავდება ამჟამად კომისიის სამდივნოში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

15-მა არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელის, ირაკლი კობახიძის, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის, ევროპის საბჭოს, ევროპარლამენტის და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების სახელზე სპეციალური მიმართვა შეიმუშავა. პარტიები მოითხოვენ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 15 აპრილისა, კონსტიტუციური რეფორმის რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე მმართველმა პარტიამ საკუთარი პოზიცია საჯაროდ გამოაქვეყნოს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45