ქუთაისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურება გაიხსნა

ოთხშაბათი, 29 მარტი, 2017 - 15:13

ქუთაისში ახალი, საოჯახო ტიპის სპეციალიზებული მომსახურება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) მხარდაჭერით შეიქმნა.

ახალი მომსახურება აშშ-ს ელჩმა იან კელიმ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, USAID-ის მისიის დირექტორმა დაგლას ბოლიმ და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ლაილა ომარ გადიმ გახსნეს.

სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურება თემში ინტეგრირებული პირველი მომსახურებაა მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის და ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ბავშვებისთვის. დიდი ზომის სახელმწიფო დაწესებულებებიდან გადაყვანილი ბავშვები აქ 24 საათიან საექთნო მომსახურებას, რეაბილიტაციას, ინდივიდუალური განვითარების და თემში ინტეგრირების სერვისებს იღებენ.

საოჯახო ტიპის სპეციალიზებული მომსახურება მძიმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის USAID-ის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დაცვის პროექტის ხუთწლიანი პროექტის ფარგლებში გაიხსნა, რომელსაც იუნისეფი 2015 წლიდან ახორციელებს. პროექტის მიზანია, ჩვილების და ბავშვების ოჯახურ გარემოში გაზრდა და მათი ინდივიდუალური განვითარებისათვის საჭირო მომსახურებების მიწოდება.

ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - „ბრეს საქართველო“, აღნიშნული მომსახურებისთვის ქუთაისში შენობა უზრუნველყო და მას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსებით, სამინისტროს რეგულაციების თანახმად, მართავს. USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, იუნისეფი, მთავრობას შენობის რეაბილიტაციასა და აღჭურვაში, ზრუნვის სტანდარტების შემუშავებაში, ასევე ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალების, მომვლელების და სოციალური მუშაკების, გადამზადებასა და სერვისის აწყობაში ეხმარება.

ასეთი ტიპის მომსახურებების დაარსება საქართველოს მთავრობას საშუალებას მისცემს გააფართოოს ალტერნატიული მომსახურებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის და ეტაპობრივად ჩაანაცვლოს ბავშვებზე ინსტიტუციონალური ზრუნვის მოდელი.

2017 წლის ბოლოს, თბილისში, იგეგმება მეორე ასეთი ტიპის სპეციალიზებული მომსახურების გახსნა. ჯერ კიდევ საჭიროა რამდენიმე მსგავსი მომსახურების შექმნა იმისთვის, რომ მოხერხდეს სახელმწიფო დიდი ზომის ინსტიტუციებში (ნუცუბიძის ჩვილ ბავშვთა სახლი) დარჩენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მოთავსება ოჯახურ გარემოში. ჯანდაცვის მინისტრმა, აშშ-ს ელჩმა იან კელიმ, USAID-ის მისიის დირექტორმა დაგლას ბოლმა ასევე მოინახულეს ქუთაისში, მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვები. ეს ოჯახი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 3 ბავშვზე ზრუნავს.

მინდობით აღზრდას განსაკუთრებული როლი ენიჭება შშმ ბავშვების დეინსტიტუციონალიზაციის დასრულების საქმეში. სახელმწიფოს, USAID-ის და გაეროს ბავშთა ფონდის პარტნიორობა ამ საკითხებში მომავალშიც გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Invalid argument supplied for foreach()

Filename: vote/list.php

Line Number: 3

  • 2.49
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46
  • A PHP Error was encountered

    Severity: Notice

    Message: Undefined variable: data

    Filename: models/vote_model.php

    Line Number: 34

    ვალუტა

  • პოლიტიკა
  • კულტურა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • მეცნიერება
  • ანალიტიკა
  • თავდაცვა
  • კონფლიქტები
  • ჯანდაცვა
  • განათლება
  • თბილისი
  • რეგიონები
  • უცხოეთის სიახლეები
  • ტექნოლოგიები
  • საინტერესო
  • ეკონომიკა
  • პრესკლუბი
  • სოციალური ქსელი