თავდაცვის უწყებას ამერიკელი ექსპერტები სტუმრობენ

ოთხშაბათი, 29 მარტი, 2017 - 14:18

თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში (GDRP), საქართველოში სამუშაო ვიზიტით, აშშ-ის მთავრობის ექსპერტთა ჯგუფი იმყოფება. დღეს ამერიკელ ექსპერტებს ბრუს ბახის ხელმძღვანელობით, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუთხუზმა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ზაზა ჩხაიძემ უმასპინძლეს.

გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელების ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური განვითარება იყო. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ამერიკელ ექსპერტებს პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და მათთან ერთად, სტრატეგიული ბიუჯეტირების, რესურსების მართვისა გრძელვადიანი შესყიდვების საკითხები განიხილეს.

საუბარი შეეხო ასევე, საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის შენარჩუნებას. 2016 წლის დეკემბერში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის უსაფრთხოების სფეროში 2016-2019 წლებისთვის ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ მაიკლ კარპენტერმა მოაწერეს. ჩარჩო ხელშეკრულების ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელება წარმოადგენს.

ამერიკელი ექსპერტებთან შეხვედრას თავდაცვის უწყების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.82
  • 3.1
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39