კინოთეატრ ამირანში დოკუმენტურ ფილმის „ჯარა“ ჩვენება გაიმართება

ოთხშაბათი, 29 მარტი, 2017 - 13:51

30 მარტს, 19:15 საათზე, კინოთეატრ ამირანში, შპს EcoFilms-ი 400 მოწვეულ სტუმარს წარუდგენს ახალ დოკუმენტურ ფილმს „ჯარა“, რომელიც აჭარის მთებში ერთწლიანი მოგზაურობის შედეგია და ადამიანებისა და ველური ბუნების ურთიერთდამოკიდებულებას აღწერს;

ფილმი გვიყვება ტყის ბინადარ ველურ ფუტკრებზე, ბუნების სილამაზესა თუ დაუნდობლობაზე და იმ ადამიანების ცხოვრებაზე, რომლებიც მის ნაწილად არიან ქცეულნი. ხის ჯარა და მისი ბინადარი ფუტკრები ფილმის მთავარ გმირებს წარმოადგენენ. ჯარა არის ორად გაყოფილი ხის მორისგან დამზადებული სკა, სადაც ფუტკრის ნაყარია ჩასმული, აჭარაში მას ტყეში, მაღალ ხეზე ჰკიდებენ, რათა დაიცვან ისეთი მტაცებლისგან, როგორიც დათვია.

ფილმის გადაღებები 2015-2017 წლებში, აჭარის უნიკალურ მაღალმთიანეთში მიმდინარეობდა. EcoFilms-ი ველურ ბუნებასა და ადამიანს შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულების შესახებ ფილმების გადაღების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2014 წელს, მათ გადაიღეს დოკუმენტური ფილმი „გზა“, რომელიც ასახავს იმ ადამიანების რეალობასა და სირთულეებს, რომლებიც მეცხვარეობაში მომთაბარეობის უძველეს ტრადიციას მისდევენ.

„ჯარა“-ს მთავარი მხარდამჭერია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC), არასამთავრობო ორგანიზაცია მერსი ქორფსის (Mercy Corps) მიერ იმპლემენტირებული მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამა, რომელიც 2014 წლიდან მუშაობს საბაზრო სისტემის განვითარებაზე სოფლად მცხოვრები ოჯახებისათვის, რომელთა ძირითად შემოსავალს მესაქონლეობა და მეფუტკრეობა წარმოადგენს.

ფილმის მეშვეობით, ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანდა ისეთი თემები, როგორებიცაა სოფლად ტურიზმი, სოფლის განვითარება და იქ მცხოვრებთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, გონივრული კონსერვაცია და მთიანი აჭარის ეკოლოგიური ღირებულებების შენარჩუნება.

“ჯარა“ შექმნის პლატფორმას დისკუსიისათვის, გაამყარებს აჭარის, როგორც ბიომრავალფეროვნებისა და კულტურული დანიშნულების მქონე რეგიონის მნიშვნელობას და გახდება მრავალი ადამიანის შთაგონების წყარო.

„ჯარას“ მხარდამჭერები ასევე არიან: კავკასიის ბუნების ფონდი (CNF), რეგიონში კონსერვაციის მთავარი მხარდამჭერი; ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო (BMZ), KfW განვითარების ბანკის დაფინანსებით, რომელიც აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის ეკო-კორიდორებზე მუშაობს; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, შპს ფუტკარა, თაფლისა და მეფუტკრეობის აღჭურვილობის კერძო კომპანია; ადგილობრივი გარემოსდაცვითი ასოციაცია PSOVI და ეკო ტურს ჯორჯია, რომელიც ატარებს ეკო ტურებს აჭარისა და საქართველოს სხვა რეგიონების ველურ ბუნებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43