ადგილობრივ თვითმმართველობებს საკუთარი უფლებების სრული და ექსკლუზიური გამოყენების უფლება ექნება - სიმონ ნოზაძე

ოთხშაბათი, 29 მარტი, 2017 - 13:53

არასამთავრობო ორგანიზაციების შემოთავაზებით, კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას საკუთარი უფლებების სრული და ექსკლუზიური გამოყენების უფლება ექნება, – ამის შესახებ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარემ, სიმონ ნოზაძემ განაცხადა.

როგორც სიმონ ნოზაძემ აღნიშნა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ეხება, დარღვევების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის წესს.

„არასამთავრობო ორგანიზაციების შემოთავაზებით, კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას საკუთარი უფლებების სრული და ექსკლუზიური გამოყენების უფლება ექნება, აქამდე ეწერა მხოლოდ „ექსკლუზიური“. „სრული“ იმას ნიშნავს, რომ ესა თუ ის საკითხი სრულად გადაწყდება თვითმმართველობაში. მაგალითად, სკოლის საკითხი. უმეტეს საკითხს განათლების სამინისტრო წყვეტს, მაგრამ მოსწავლეების ტრანსპორტირების საკითხი არის ადგილობრივი თვითმმართველობის თემა. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ თუ აქამდე რაიმე დარღვევის შემთხვევაში, რომელიმე თვითმმართველობაში საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავდა მხოლოდ საკრებულო, ანუ ხმების უმრავლესობით მიიღებოდა გადაწყვეტილება, კონსტიტუციაში შევა შესწორება, სადაც ქვეყანაში არსებული საკრებულოების წევრთა საერთო რაოდენობის 5%-ს ექნება საშუალება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს რომელიმე საკითხით. ამით ოპოზიციის წარმომადგენლებს ეძლევათ საშუალება, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ“, – განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

რაც შეეხება მაჟორიტარული სისტემის გაუქმების საკითხს, ნოზაძე აღნიშნულს არ ემხრობა, თუმცა აღნიშნავს, რომ როგორც უმრავლესობის წევრი, დისციპლინას ემორჩილება. „მე გულწრფელად ვამბობ – მაჟორიტარული სისტემის გამოყენების მომხრე ვარ. ახლაც მიმაჩნია, რომ ტერიტორიულ ერთეულების უფლებებს ყველაზე უკეთ პარლამენტში მაჟორიტარები წარმოადგენენ , თუმცა მე უმრავლესობის წევრი ვარ და ბუნებრივია, უმრავლესობის დისციპლინას ვემორჩილები, თუმცა ამ საკითხებზე მსჯელობა მიმდინარეობს და იმ დათქმით, რომ ყველა მანდატი გამარჯვებულმა პარტიამ მიიღოს, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ, თუმცა პროპორციული არჩევნების სისტემა, ალბათ, დასახვეწია, ბევრი ნიუანსის გათვალისწინება მოგვიწევს“, -განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.88
  • 3.29
  • 0.04
  • 0.55
  • 1.44