ჩვენზეა დამოკიდებულია – შეგვიძლია, ძალიან დიდი სიკეთე ვნახოთ ვიზალიბერალიზაციით და შესაძლებელია ეს შანსები ხელიდან გავუშვათ - სიმონ ნოზაძე

ოთხშაბათი, 29 მარტი, 2017 - 13:45

შეგვიძლია, ძალიან დიდი სიკეთე ვნახოთ ვიზალიბერალიზაციით და შესაძლებელია, ეს შანსები ხელიდან გავუშვათ – ეს ბევრ ჩვენგანზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარემ, სიმონ ნოზაძემ განაცხადა.

დეპუტატმა მოსახლეობას ვიზალიბერალიზაცია მიულოცა და ფაქტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიული გამარჯვებაა, ეს არის ჩვენი სწორი გზის მაჩვენებელი. ვიზალიბერალიზაცია არის ძალიან დიდი და კარგი შესაძლებლობა, გავხდეთ გლობალიზაციის აქტიური მონაწილეები. ევროპული სტრუქტურები უკვე გვეხმარებიან. ინფრასტრუქტურის, ინსტიტუციონალური განვითარება ხდება მათი დახმარებით. ეს ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება დავუახლოვდეთ განათლებით, მენტალურად, ჩვენი ცხოვრების წესით, ჩვენი საქმიანობით მათ. ჩვენმა მოქალაქეებმა ეს ყველაფერი სწორად უნდა გაიგონ. შეგვიძლია, ძალიან დიდი სიკეთე ვნახოთ ვიზალიბერალიზაციიდან გამომდინარე და შესაძლებელია, ეს შანსები ხელიდან გავუშვათ – ეს ბევრ ჩვენგანზეა დამოკიდებული. უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც ევროპაში იქცევიან. არ მინდა მენტორული ტონი გამომივიდეს და ჭკუის დარიგებას ჰგავდეს, მაგრამ ჩვენ აქტიურად უნდა ვეცადოთ ევროპული შესაძლებლობების გამოყენებას ჩვენი ეკონომიკისათვის, განათლებისათვის, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისათვის, იმ ღირებულებებისთვის, რომლითაც უნდა დავუახლოვდეთ ევროპას“, - განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

მისვე თქმით, საქართველოს პარტნიორი ქვეყნები აქტიურად ინტერესდებიან საქართველოს მიერ მოპოვებული ამ წარმატებით.

„უზბეკეთის ძალიან სერიოზული დელეგაციაა ჩამოსული, სენატის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ხელმძღვანელობით. ისინი აქტიურად ინტერესდებიან ჩვენი ამ მიღწევის გამოყენებით რამდენიმე სფეროში, მათ შორისაა ტრანზიტი – უნდათ, რომ ჩვენი პორტები აქტიურად გამოიყენონ, ჩვენი ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის გამოყენებით. როგორც უზბეკებმა აღნიშნეს, 23 მილიონ ტონა ხილი და ბოსტნეული მოჰყავთ, მათ აღნიშნეს, რომ შარშან გერმანიაში 60 ათასი ტონა ხილი და ბოსტნეული გაიტანეს და მათ აინტერესებთ, არის თუ არა შესაძლებელი, რომ ხილის ნაწილი გადამუშავდეს აქ და საქართველოდან მიეწოდოს ევროპას, ცხადია, ეს ბევრ პროცედურასთანაა დაკავშირებული, თუმცა ფაქტია, დაინტერესება არსებობს“, -განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.44
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46