სენაკში ქართველი მშვიდობისმყოფელების ავღანეთში გაცილების ცერემონიალი გაიმართა

სამშაბათი, 28 მარტი, 2017 - 17:14

ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთში, ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ჩართვისთვის მზად არიან. საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ავღანეთში გაცილების ცერემონიალი სენაკში, II ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.

სიტყვით მიმართვისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გლობალურ უსაფრთხოებაში საქართველოს კონტრიბუციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

 „ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი გახლავთ გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, წესებზე დაფუძნებული სამყაროს განმტკიცება. მისიას ჩვენ მომავალშიც სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ. დღეს ვაცილებთ II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონს ავღანეთში საერთაშორისო მისიის შესასრულებლად. მე შესაძლებლობა მქონდა, მათი წვრთნები გერმანიაშიც მენახა და განსაკუთრებული სიტყვები მომესმინა ბატონი გენერლებისგან, გენერალ ჰოჯესისგან, თუ რა კვალიფიკაციით, პროფესიონალიზმითა და გამბედაობით გამოირჩევიან ჩვენი მეომრები. დარწმუნებული ვარ, ისინი ავღანეთშიც იგივე სულისკვეთებით გააგრძელებენ ამ საპასუხისმგებლო მისიას და მშვიდობით დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს, ჩვენს ქვეყანას. მინდა, ღვთის წყალობა ვუსურვო მათ!“, - მიმართა ლევან იზორიამ. 

ქართველ მშვიდობისმყოფელებს მისიის წარმატებით შესრულება უსურვეს საქართველოში ორდღიანი ვიზიტით მყოფმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ ლაურა კუპერმა და აშშ-ის ელჩმა იან კელიმ.

„ჩვენ ვაცნობიერებთ საქართველოს მიერ გაღებულ მსხვერპლს ავღანეთის ყველაზე ცხელ წერტილში, სადაც ქართველი ჯარისკაცები ამერიკელი პარტნიორების მხარდამხარ იბრძვიან. მადლობას გიხდით ავღანეთში კონტრიბუციისთვის. მინდა, 23-ე ბატალიონს მისიის წარმატებით შესრულება და საქართველოში მშვიდობით დაბრუნება ვუსურვო,“ - აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა.

„ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია ამ ცერემონიალში მონაწილეობა. ეს სიმბოლური ღონისძიება ძალიან კარგად აღნიშნავს იმ მეგობრობასა და პარტნიორობას, რაც საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებს შორის არსებობს. ამერიკა ძალიან აფასებს საქართველოს უდიდეს კონტრიბუციას საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საქმეში. ყველა სამხედროს წარმატებული მისიის შესრულებას და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნებას ვუსურვებ“, - განაცხადა იან კელიმ.

ღონისძიება ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მიერ შესრულებული სახელმწიფო ჰიმნის ფონზე საბრძოლო დროშის გადაცემით  დაიწყო. პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებსა და სამშვიდობო მისიებში დაღუპული სამხედროების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, დასავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი გიორგი მათიაშვილი და მშვიდობისმყოფელების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი ავღანეთში მყოფ III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონს ჩაანაცვლებს და ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას შვიდი თვის განმავლობაში შეასრულებს. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იქნება.

ავღანეთში გამგზავრებამდე ქვედანაყოფმა გადასროლსიწინა წვრთნები ჯერ  საქართველოში, შემდეგ კი,  გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ჰოჰენფელზის სამხედრო ბაზაზე  გაიარა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4