ტექნოპარკს ქისტი ბავშვები ესტუმრნენ

სამშაბათი, 28 მარტი, 2017 - 16:51

ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის საქართველოს ფილიალის ორგანიზებით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების სააგენტოს მხარდაჭერით, ტექნოპარკს, 12-16 წლამდე ქისტი ბავშვები ეწვივნენ. ვიზიტის მიზანი იყო, ტექნოლოგიურ მიღწევებსა და ამ მხრივ, ჩვენს ქვეყანაში არსებულ რესურსებზე მათ თვის წარმოდგენის შექმნა.

სტუმრებმა დაათვალიერეს ტექნოპარკი და არსებულ მაღალტექნოლოგიურ შესაძლებლობებს გაეცნენ. ბავშვებს ჩაუტარდათ ასევე, „littke bits“ და „ლეგო რობოტიკის“ შემეცნებითი, სახალისო ვორქშოფები, რომელზეც ელექტორნიკის საწყისებსა და პროგრამირებას დაეუფლნენ.

PH International-ის საზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამა სამართლებრივი განათლებისთვის მერვე წელია ხორციელდება და მიზნად ისახავს არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციას. ამ მიზნით, მათი ერთ-ერთი მიმართულებაა სათემო ინიციატივების კომპონენტი, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებზე გასცემენ გრანტებს, ახალგაზრდებისთვის სკოლისშემდგომი პროგრამებისა და სერვისების შესაქმნელად/შესათავაზებლად. წელს ორგანიზაციის ერთ-ერთი სამიზნე რეგიონია პანკისის ხეობა, კერძოდ დუისი, ჯოყოლო და მიმდებარე სოფლები.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.42
  • 2.71
  • 3.13
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43