საქართველოს და ლატვიის შს მინისტრებმა სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების ოქმს მოაწერეს ხელი

სამშაბათი, 28 მარტი, 2017 - 14:31

საქართველოს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და ლატვიის რესპუბლიკის შს მინისტრმა რიჰარდს კოზლოვსკისიმ ხელი მოაწერეს ოქმს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

ხელმოწერის ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. აღნიშნული ცვლილებებით, ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო მრავალმხრივი და მასშტაბური ხდება. შსს-ს სასაზღვრო პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გარდა, საქართველოს შსს-ში მიგრაციის დეპარტამენტის შექმნისა და მიგრაციის სფეროში მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პრიორიტეტიდან გამომდინარე, შეთანხმება მიგრაციის სფეროსაც მოიცავს.

ცვლილებების ოქმი ითვალისწინებს: გამოცდილების გაზიარებას არალეგალური იმიგრანტების გამოვლენის, განთავსებისა და გაძევების სფეროში; ტრენინგების ჩატარებას როგორც მესაზღვრეთა, ასევე, შსს-ს სხვა მოსამსახურეთა პროფესიული დონის ამაღლების მიზნით.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41