პრეზიდენტის სასახლეში ლატვიის პრეზიდენტის რაიმონდს ვეიონისის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ​გაიმართა

სამშაბათი, 28 მარტი, 2017 - 11:52

 ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტის რაიმონდს ვეიონისის და პირველი ლედის ივეტა ვეიონისის სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიით დაიწყო.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასულე ორკესტრის მიერ საქართველოსა და ლატვიის სახელმწიფო ჰიმნების შესრულების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა და რაიმონდს ვეიონისმა საქართველოს სახელმწიფო დროშას მიაგეს პატივი.

ოფიციალური დახვედრის ცერემონია საქართველოს პირველის ლედის მაკას ჩიჩუა და ლატვიის პირველი ლედის ივეტა ვეიონისის მონაწილეობით გაიმართა. ცერემონიის შემდეგ საქართველოს პირველმა ლედიმ ივეტა ვეიონისს სასახლეში ჩაიზე უმასპინძლა.

ოფიციალური დახვედრის ცერემონიას ესწრებოდნენ ლატვიის რეპუბლიკის სახელმწიფო დელეგაცია: შინაგან საქმეთა მინისტრი რიჰარდს კოზლოვსკისი, ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იანის ზლამეთსი, პარლამენტის წევრი ძინტარს ზაკისი, ლატვიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი არნის სალნაისი, ლატვიის პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო საქმეთა საკითხებში მაია მანიკა, სახელმწიფო საზღვრის დაცვის უფროსი ნორმუნდს გარბარსი, ლატვიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ეგიტა კაზეკა, ლატვიის პრეზიდენის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში - ანდის იეკაბსონსი, ლატვიის პრეზიდენტის მრჩეველი მედია საითხებში იანის სიკსნისი, ორმხრივი ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი დაინის გარანჩსი, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების მეორე მდივანი გუნტის ლაფსა. ასევე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩი ლატვიაში თეიმურაზ ჯანჯალია, პრეზიდენტის მრჩევლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5