პარტია, რომელსაც არ ჰყავს ამომრჩეველი, არ უნდა იღებდეს საბიუჯეტო დაფინანსებას - ზვიად ძიძიგური

სამშაბათი, 28 მარტი, 2017 - 13:05

საჭიროა, პარტიები განვავითაროთ, ბლოკური სისტემა კი ამას აფერხებს,- ამის შესახებ„კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა. ძიძიგური ბლოკების გაუქმების საკითხს დადებითად აფასებს და თვლის, რომ ის პოლიტიკური გაერთიანებები ვინც ხალხის მხარდაჭერით არ სარგებლობენ, საბიუჯეტო დაფინანსებას არ უნდა იღებდნენ.

„ბლოკების გაუქმების საკითხი მნიშვნელოვანია პარტიების განვითარებისთვის, ჩვენ უნდა გვქონდეს ისეთი პოლიტიკური სივრცე, რომელიც ხალხის მხარდაჭერით იქნება განპირობებული. ბლოკებში ხვდებიან ხშირად ის პარტიები, რომლებიც ხალხის მხარდაჭერით არ სარგებლობენ, ამიტომ ისინი არ უნდა იღებდნენ საბიუჯეტო დაფინანსებას და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ პარტიების განვითარებაზე“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ზვიად ძიძიგური პრეზიდენტის არჩევის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საპარლამენტო ქვეყნებში პრეზიდენტი ირიბი წესით უნდა აირჩიონ.

„ჩვენ უნდა გამოვიდეთ ევროპული ქვეყნების მაგალითებიდან, საპარლამენტო რესპუბლიკაში პირდაპირი არჩევის წესით პრეზიდენტის არჩევა არის საკმაოდ მაღალი ლეგიტიმურობა. ერთადერთი კონსენსუსი, რაც შეიძლება დავუშვათ, ეს არის, რომ ქვეყანა იქნება საპარლამენტო რესპუბლიკა, ამიტომ არჩევის წესთან დაკავშირებით, გამოიკვეთა ორი ვერსია, პირდაპირი და არაპირდაპირი. ეს, რა თქმა უნდა, არ შეეხება პრეზიდენტ მარგველაშვილს, მისი პრეზიდენტობის ვადა დასრულდება არსებული წესით, ამ საკითხს უნდა შევხედოთ კვალიფიციურად და ისე, როგორც ამას ითხოვს საზოგადოება“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46