ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სინქრონიზაციის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სამშაბათი, 28 მარტი, 2017 - 12:47

საქართველოში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სინქრონიზაციის სამდღიანი სამუშაო შეხვედრა პირველად იმართება.

სემინარი ნატოსა და საქართველოს მიერ ერთობლივად დაიგეგმა და ხორციელდება, მის ორგანიზებაში ასევე ჩართულია ბულგარეთის საელჩო, რომელიც საქართველოში ნატოს საკონტაქტო საელჩოა. სამუშაო შეხვედრა თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა, ბულგარეთის ელჩმა საქართველოში დესისლავა ივანოვამ და ნატოს შტაბ-ბინის წარმომადგენელმა შტეფენ ელგერსმა გახსნეს.

ღონისძიება მიზნად ახალ სტრატეგიულ მიმართულებაზე საერთო მიდგომის მიღწევას, საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაციას, დუბლირებული ძალისხმევის თავიდან აცილებას, იმ მიმართულებების განსაზღვრას, რომლებიც დამატებით მხარდაჭერას საჭიროებენ და რესურსების გაუმჯობესებული მენეჯმენტის უზრუნველყოფას ისახავს.

„სამუშაო შეხვედრის ძირითად დანიშნულებას, ამოცანას და მიზანს ნატო- საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში და ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატით არსებული, მოზიდული მხარდაჭერის რესურსების აკუმულირება და სინქრონიზაცია წარმოადგენს. ის უნდა მოერგოს საქართველოს შეირაღებული ძალების საჭიროებებს, ფოკუსირება უნდა მოახდინოს ძირითად პრიორიტეტებზე და ნებისმიერი ხასიათის დუბლირება უნდა აღმოფხვრას. გამოკვეთილ პრიორიტეტებზე მეტად მხარდაჭერითი ოპერაციები განისაზღვრება, განხორციელდება და პაკეტის შემადგენელი თითოეული პროექტის იმპლემენტაცია უფრო ეფექტური გახდება. გამოჩენილი ინტერესისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ნატოს მხარეს და პარტნიორ ქვეყნებს, ვინაიდან დღეს თბილისში 200-ზე მეტი ნატოსა და პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი გვყავს. ღონისძიება სამ დღეს მოიცავს. საქმიანობა სინდიკატებში გაგრძელდება და შედეგად მივიღებთ არსებითი პაკეტის მექანიზმების დახვეწას და ეფექტურობის გაზრდას, რაც კიდევ უფრო დაგვაახლოვებს ნატოს სტანდარტებთან და გაუზრდის შეიარაღებულ ძალებს შესაძლებლობებს,“ - განაცხადა ლელა ჩიქოვანმა.

სამი დღის განმავლობაში ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნის 200-მდე ექსპერტი საქართველოს სამთავრობო უწყებების - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, კრიზისების მართვის საბჭო, უშიშროების საბჭო - წარმომადგენლებთან ერთად არსებითი პაკეტის 15 ინიციატივით გათვალისწინებული თავდაცვისა და უსაფრთხოების პრიორიტეტების სინქრონიზაციაზე სინდიკატებში იმსჯელებს.

ნატო- საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მიმართულებებია: შესყიდვები, ნატო- საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC), ლოგისტიკა, საჰაერო თავდაცვა, ავიაცია, თავდაცვის ინსტიტუტიური აღმშენებლობის სკოლა (DIB), სტრატეგიული კომუნიკაციები, კიბერუსაფრთხოება, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა და უსაფრთხო კომუნიკაციები, კონტრმობილურობა, საზღვაო უსაფრთხოება, სამხედრო პოლიცია, სპეციალური ოპერაციების ძალები, კრიზისების მენეჯმენტი და ოპერაციული დაგეგმარება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46