საჯარო რეესტრში ახალი სარეზერვო სერვერული ცენტრი შეიქმნა

სამშაბათი, 28 მარტი, 2017 - 11:43

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მონაცემთა ბაზის სარეზერვო სერვერული ცენტრი შეიქმნა. ცენტრის შექმნის მიზანი საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზის დაცვა, სერვისის უწყვეტ რეჟიმში მიწოდება და უსაფრთხო მომსახურებაა.

„საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მონაცემთა ბაზაში თავმოყრილია ინფორმაცია ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული რეგისტრაციების შესახებ. აღნიშნული ინფორმაციის დაზიანებამ ან დაკარგვამ შეიძლება სახელმწიფოსა და მის მოქალაქეებს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. აღნიშნული ინფორმაციის დაცვისთვის აუცილებელი გახდა მაღალმდგრადი და სწრაფად აღდგენადი სარეზერვო სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც საშუალებას მისცემს სააგენტოს, კრიზისულ პერიოდშიც უზრუნველყოს მონაცემთა მთლიანობა და სერვისის უწყვეტობა. სარეზერვო ცენტრის ჩამოყალიბება სწორედ ამ მიზანს ემსახურება“, -  განაცხადა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ.

სარეზერვო ცენტრი, სტანდარტების თანახმად, განთავსებულია პირველადი ცენტრისაგან მოშორებით და იგი ემსახურება ინფორმაციის რეზერვირებასა და პირველადი მონაცემთა ბაზის პარალელურად ფუნქციონირებას. ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით და სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.

„საჯარო რეესტრი წლებია აქტიურად მუშაობს სააგენტოში არსებული ინფორმაციის უსაფრთხოდ შენახვასა და სერვისის უწყვეტ რეჟიმში მიწოდებაზე. ამ მიზნით ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, რომელსაც სარგებელი თანაბრად მოაქვს როგორც უწყებისთვის, ასევე ჩვენი სერვისების მომხმარებლებისთვის. სააგენტო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო უწყებაა, რომელმაც ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა ISO 27001 -ის დანერგვა და სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებულ ელექტრონულ პროგრამებში ე.წ. "დამცავი კოდის" გამოყენება დაიწყო, რაც ინფორმაციის არასათანადოდ გამოყენების რისკებს მინიმუმამდე ამცირებს. ასევე დავიწყეთ IT ინფრასტრუქტურის გაფართოება და ავტომატიზაციის გაზრდა "ღრუბლოვანი" ტექნოლოგიების გამოყენებით. ამას გარდა ვმუშაობთ ბლოკჩეინტექნოლოგიის სრულად გამოყენებაზე“ - აღნიშნა სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ შოთა ჩაჩხუნაშვილმა.

სარეზერვო სერვერული ცენტრის შექმნა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41