ამერიკელმა, რომელმაც ორსულობისას კიბო დაამარცხა, მშობიარობის მეორე დღეს გარდაიცვალა

ორშაბათი, 27 მარტი, 2017 - 19:10

კალიფორნიელი ჯეიმი სნაიდერი, რომელმაც კიბო დაამარცხა, ტყუპი ქალიშვილების გაჩენიდან მეორე დღეს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზი მძიმე მშობიარობის გამო გულის უკმარისობა გახდა.

 გამოცემა Huffington Post-ის ინფორმაციით, ქალს, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოთი იყო დაავადებული, ტყუპებზე ორსულობის დროს მსუბუქ ქიმიოთერაპიას უტარებდნენ და კიბოს  რემისია მოხდა.

გამოცემის ცნობითვე, მშობიარობის შემდეგ მას ექიმებმა საშვილოსნოს ამოღება შესთავაზეს, თუმცა იმ იმედით, რომ დაავადება დამარცხებული ჰქონდა, უარი განაცხადა.

გოგონები ნაადრევად, ორსულობის 33 კვირაში გაჩნდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი დაახლოებით კილონახევარს იწონიან, ექიმები აცხადებენ, რომ ტყუპები  სრულიად ჯანმრთელები არიან.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.95
  • 3.35
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46