თბილისში კლუბ DKD-ს მეორე საერთაშორისო ტურნირი დაიწყო

ორშაბათი, 27 მარტი, 2017 - 16:36

ჭაბუკ მოკრივეთა შორის საერთაშორისო ტურნირს თბილისის კრივის კლუბი DKD ზედიზედ მეორედ მასპინძლობს. დღეს გახსნის საზეიმო ცერემონია შედგა, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრო.

წლევანდელი საერთაშორისო ტურნირი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. გაიზარდა შეჯიბრებაში მონაწილე ქვეყნების რაოდენობაც. შარშანდელი სამის ნაცვლად წლეულს ხუთი ქვეყნის - საქართველო, უკრაინა, სომხეთი, ყაზახეთი, რუსეთი - მოკრივეები მონაწილეობენ.

შეჯიბრება 30 მარტამდე გასტანს, ფინალური შეხვედრები კი 30 მარტს 12 საათიდან დაიწყება.

„მოხარული ვარ, რომ წლეულს ეს საკრივო დარბაზი ზედიზედ მეორედ მასპინძლობს საერთაშორისო ტურნირს. დარწმუნებული ვარ წლევანდელი შეჯიბრება შარშანდელზე საინტერესო და დაძაბული იქნება, ჭაბუკი მოკრივეები კი სათანადო გამოცდილებას მიიღებენ, რაც მათ მომავალში წარმატების მიღწევაში დაეხმარება. მსურს მადლობა გადავუხადო კლუბ DKD-ს მესვეურებს ამ მშვენიერი წამოწყებისთვის. წლევანდელი შეჯიბრება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. ეს ტურნირი კერძო სექტორის და სახელმწიფოს ნაყოფიერი თანამშრომლობის თვალნათელი მაგალითია და ვისურვებდი რომ ეს მაგალითი სპორტის სხვა სახეობებში მოღვაწე კერძო კლუბებმაც გაიზიარონ. რამდენიმე დღის წინ სამინისტროში ვუმასპინძლეთ 22-წლამდელ მოკრივეთა შორის ევროპის ჩემპიონს ესკერხან მადიევს და ვიცე-ჩემპიონს ლაშა გურულს. ამ ბიჭებმა ისტორიულ წარმატებას მიაღწიეს - საქართველომ პირველად მოიგო ამ ასაკში ევროპის ჩემპიონატის მედლები. მათი წარმატებები მაფიქრებინებს, რომ კრივში ბევრის მიღწევა შეგვიძლია, ამიტომაც ვამბობ, რომ DKD-ს საერთაშორისო ტურნირით დიდი საქმე კეთდება. მსურს კიდევ ერთხელ მივესალმო ყველა მონაწილეს, ქართველ, ყაზახ, უკრაინელ რუს და სომეხ მოკრივეებს და წარმატებები ვუსურვო მათ, გულშემატკივრებს კი სანახაობრივი კრივი“, - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.45
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46