პრეზიდენტმა ე.წ. ფარული მოსმენის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

ორშაბათი, 27 მარტი, 2017 - 15:14

პრეზიდენტმა ე.წ. ფარული მოსმენა-მიყურადების შესახებ კანონს ხელი მოაწერა. ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ავლაბრის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების, ე.წ მოსმენების ახალი სისტემა უნდა ამოქმედდეს 2017 წლის 31 მარტიდან. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა პრეზიდენტი მოტივირებული შენიშვნები, ე.წ. ვეტო მოსმენების კანონთან დაკავშირებით, ამით, ფაქტობრივად, ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, შეგვექმნა თვისობრივად ახალი დამოუკიდებელი სისტემა, პრეზიდენტი პატივს სცემს საკონსტიტუციო სასამართლოს, მის გადაწყვეტილებას, ხელს აწერს იმ კანონს, რომელიც პარლამენტმა მიიღო. ამავე დროს, საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება ის ფაქტი, რომ მრავალი ორგანიზაცია თუ ადამიანი აპირებს, რომ ახალი სისტემის შექმნისთვის იბრძოლოს სხვადასხვა სამართლებრივ ასპარეზზე, იქნება ეს საკონსტიტუციო სასამართლოში თუ სტრასბურგში,“- განაცხადა ანა დოლიძემ.

გიორგი მარგველაშვილმა ე.წ. ფარულ მოსმენა-მიყურადების შესახებ მომზადებულ კანონპროექტზე ვეტო ორჯერ გამოიყენა. პარლამენტმა კანონი ხელმოსაწერად პრეზიდენტს 6 მარტს გადაუგზავნა.

საქართველოს პარლამენტმა ფარული საგამოძიებო ქმედებების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი პირველ მარტს მიიღო. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, ფარული მოსმენების განსახორციელებლად სუს-ის დაქვემდებარებაში „ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო" იქმნება. უწყებას მობილური ოპერატორების აუდირების უფლებაც ექნება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41