თბილისს სახელმწიფო ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტი რაიმონდს ვეიონისი ეწვევა

ორშაბათი, 27 მარტი, 2017 - 13:00

ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტი რაიმონდს ვეიონისი საქართველოში, სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტით, მეუღლესთან ივეტა ვეიონისთან ერთად ჩამოვა. მას მასპინძლობას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა გაუწევენ.

ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ხვალ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, ასევე, დაგეგმილია ორი ქვეყნის პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენცია და ორმხრივ დოკუმენტებზე ხელმოწერა.

რაიმონდს ვეიონისი საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და სამუშაო სადილს გამართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.

28 მარტს საქართველოს და ლატვიის პრეზიდენტები საქართველო-ლატვიის ამხანაგურ საფეხბურთო მატჩს დაესწრებიან. სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, 29 მარტს საქართველოს და ლატვიის პრეზიდენტები ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზს მოინახულებენ, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილი და ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ყვარელს ეწვევიან და ლატვიურ საინვესტიციო პროექტს გახსნიან.

ლატვიის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტს 30 მარტს დაასრულებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41