20000-დოლარიანი ხელფასი ნამდვილად არც მიკვირს და არც ჩემი შესაძლებლობის ზღვარია - ნიკა გვარამია

შაბათი, 25 მარტი, 2017 - 18:42

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია განმარტებას მათთვის აკეთებს, ვისაც მისი ხელფასი "ალაპარაკებს".

"ვისაც ჩემი ხელფასი გალაპარაკებთ:

1. ორჯერ მეტი ხელფასი მქონდა და 8 საათიანი სამუშაო დღე, სანამ რ2ში მოვიდოდი;

2. ჩემი, როგორც დირექტორის მოვალეობაში (და ზოგადად არც ერთი დირექტორის მოვალეობაში), ტრიბუნებზე, მიტინგებზე და ბრიფინგებზე დგომა არ შედიოდა არც კონტრაქტის დადებისას და არც ახლა. სხვის საკუთრებას ვიცავდი იმის სრული რწმენით, რომ სწორად ვიქცევი გუნდის, მაყურებლის და ქვეყნის წინაშე;

3. ქიბარ ხალვაშის რ2-შიც შემეძლო მშვიდად ვყოფილიყავი დირექტორი. გამიშვებდნენ, 5 მილიონი დოლარი მერგებოდა კომპენსაცია, თვითონ წავიდოდი - 2.5 მილიონი დოლარი. ასეთი დაცვის გარანტიები ჩამიდო დამქირავებელმა კონტრაქტში ჩემივე მოთხოვნით. სხვაგვარად სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიას ვერ მივიღებდი.

4. ძალიან სამწუხარო და სამარცხვინოა, რომ ჯერ კიდევ 2 წლის წინ ივანიშვილის რეჟიმის მიერ რ2-ში სიტუაციის ასარევად დაწყებულ ჩემი ხელფასით სპეკულაციებს, დღეს აგრძელებენ ის ადამიანები, ვისი საკუთრებაც საკუთარი და ოჯახის უსაფრთხოების რისკის ფასად დავიცავი და დღემდე ვიცავ. და ასევე ის ადამიანები, რომელთა ხმას ვერავინ გაიგებდა, რომ არა გუნდის და ჩემი ეს თავგანწირული ბრძოლა.

გრცხვენოდეთ თქვენი იაფფასიანი სპეკულაციების და ისიც გახსოვდეთ, რომ 20 ათას დოლარიანი ხელფასი ნამდვილად არც მიკვირს და არც ჩემი შესაძლებლობის ზღვარია. დღემდე მაქვს ბევრად უკეთესი შემოთავაზებები, ფულზე ყველაფრის დამყვანო ხამებო", - აცხადებს ნიკა გვარამია.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.43
  • 3
  • 3.48
  • 0.04
  • 0.59
  • 1.43