ივანიშვილთან თანამშრომლობა რომ მდომოდა, ავიღებდი ჯერ 5 და მერე გაზრდილ 10 მილიონიან "სტავკას" - ნიკა გვარამია

შაბათი, 25 მარტი, 2017 - 11:31

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის  გენერალური დირექტორი  ნიკა გვარამია კომპანიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

"ერთადერთ და უკანასკნელ განცხადებას გავაკეთებ ამ თემაზე: რ2-ისთვის დავდე ყველაფერი, რაც შემეძლო და არ შემეძლო. მეც და გუნდმაც. ვინმესთვის რამის ახევა მდომოდა, ისე გავაკეთებდი, ვერავინ ვერც გაიგებდა და ვერც შემეწინააღმდეგებოდა. ივანიშვილთან თანამშრომლობა მდომოდა, ისე ავიღებდი ჯერ 5 და მერე გაზრდილ 10 მილიონიან "სტავკას" და უბრალოდ გავიწეოდი გვერდზე, საყვედურსაც ვერავინ მეტყოდა - უბრალოდ "დავიღლებოდი" და წავიდოდი ოჯახთან საზღვარგარეთ. ბოლო შემოთავაზებით, გაკოტრების განცხადებას შევიტანდი (რაც ამ წუთამდე უპრობლემოდ შემიძლია) და საჯარო აუქციონზე "ვინც საჭირო იყო, ის იყიდდა" რ2ს, მე კი ჩემსას მივიღებდი. უმარტივესი გასაკეთებელი იყო ესეც. ახლა ვერ ვისაუბრებ დეტალებზე და სრულ კონტექსტზე (ოდესმე ითქმება, ალბათ), მთავარს ვიტყვი მხოლოდ - სიტუაცია იმგვარია, რომ დამოუკიდებელი რ2 მხოლოდ ჩვენს მიერ შეთავაზებული ფორმით შეიძლება შენარჩუნდეს - კოლექტივის ხელში. თან იმგვარი კონსტრუქციით, რომ ვერც ბიძინას (პირველ რიგში) მიეყიდოს და ვერც სხვას, თუ ყველა ამაზე არ შევთანხმდით (რისი ალბათობაც ნულოვანია). რაც შეეხება აშკარად მესიჯბოქსურ "ქარხნები მუშებს" - ჩვენ უსასყიდლო გადმოცემაზე არ გვისაუბრია. უბრალოდ, ამ დეტალების განცხადებაში გამოტანა არ ჩავთვალეთ საჭიროდ", - ნათქვამია ნიკა გვარამიას განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46