დღეს დედამიწა ერთი საათით ჩაბნელდება

შაბათი, 25 მარტი, 2017 - 12:59

გარემოსდაცვითი აქცია „დედამიწის საათი“, რომელიც მსოფლიოში მეათედ იმართება,  2017 წლის 25 მარტს, ადგილობრივი დროით, საღამოს 20:30 საათიდან მთელ დედამიწას მოიცავს.

მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობები "დედამიწის საათის" დადგომისას კიდევ ერთხელ ჩაბნელდებიან და მისი მხარდამჭერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით კლიმატის ცვლილების შესაცვლელ მხარდამჭერ აქციას შეუერთდებიან.

გარემოსდაცვითი აქციის მიზანი პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერაა და მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს იტყვის.

საქართველო „დედამიწის საათს“ მეცხრედ აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, 25 მარტს, საღამოს 20:00 საათზე, დედაენის ბაღში დრამერების შოუ გაიმართება, ,,სეუ არტ პროჯეკტის" მოცეკვავეები ორიგინალურ საცეკვაო ნომერს წარმოადგენენ. ასევე, საღამოს მუსიკალურად ჯგუფი “Loudspeackers” გააფორმებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.06
  • 3.46
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45