25 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე აღინიშნება

შაბათი, 25 მარტი, 2017 - 09:37

25 მარტს  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე აღინიშნება.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას აღავლენს.

ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია ანტიოქიის ეკლესიისაგან მიიღო.  წმინდა მეფის, ვახტანგ გორგასლის თაოსნობით 472 წელს საქართველოს ეკლესიას  საკუთარი კათოლიკოსი დაუდგინდა. ცოტა მოგვიანებით, საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ ღირსი მამის ეფრემ მაწყვერელის ღვაწლით მიიღო მირონის კურთხევის უფლება. 

1801 წელს, როდესაც საქართველო რუსეთმა დაიპყრო, მალე გაუქმდა მეფობა და . რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა ხელი მოაწერა  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებას. ქართული ეკლესია რუსეთის ეკლესიას შეუერთეს. 1811 წელს, საქართველოს ბოლო კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ მეორე რუსეთში გადაასახლეს,  საქართველოს ეკლესიას რუსეთის სინოდი ეგზარხოსების მეშვეობით მართავდა. 

ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წელს დაიბრუნა.​1917 წლის 12 (25) მარტს ქართველმა სამღვდელოებამ საგანგებო კრებაზე აღდგენილად გამოაცხადა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. იმავე წლის სექტემბერში საქართველოს ეკლესიამ 106-წლიანი იძულებითი შუალედის შემდეგ კვლავ აირჩია კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ მეორე.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია მსოფლიოს ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიარა, მაგრამ არ არსებობდა ამ აღიარების წერილობითი დასტური. საქართველოს დღევანდელი კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დიდი მონდომებითა და ძალისხმევით ასეთ დოკუმენტს მსოფლიო პარტიარქმა 1990 წლის 4 მარტს მოაწერა  ხელი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41