მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ თამაშზე საქართველოს ნაკრებს გმირი სამხედროების შვილებმა უქომაგეს

შაბათი, 25 მარტი, 2017 - 12:18

 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ თამაშზე, ქართველ ფეხბურთელებს 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებმა უგულშემატკივრეს. საქართველოსა და სერბეთის ეროვნული ნაკრებების ფეხბურთელები მწვანე მინდორზე პატარების თანხლებით გამოვიდნენ და ორივე ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნებს ერთად მოუსმინეს.

თამაშის გახსნის ცერემონიალის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ქომაგობა ბავშვებმა ტრიბუნიდან განაგრძეს. გმირი სამხედროების შვილებთან ერთად მატჩზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია იმყოფებოდნენ.

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ თამაშზე აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროების შვილების დასწრება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით განხორციელდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46