ყაზბეგში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა გაიხსნა

შაბათი, 25 მარტი, 2017 - 12:15

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორ ზვიად ქაწაშვილთან ერთად, ყაზბეგის რაიონის სოფელ გერგეტში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა გახსნა.

ღონისძიებას საქართველოში ვიზიტით მყოფი უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის უფროსი მიკოლა ჩეჩოტკინი და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების დეპარტამენტის დირექტორი ვოლოდიმურ დემჩუკი დაესწრნენ. შს მინისტრის მოადგილემ, უკრაინელ სტუმრებთან ერთად, ახალი შენობა, სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, მეხანძრე-მაშველების სრული აღჭურვილობა და ავტოფარეხები დაათვალიერა.

ორსართულიანი შენობა თანამედროვე ინვენტარითა და უახლესი ტექნიკით აღიჭურვა, აშენდა ახალი სასწავლო კოშკურა და განხორციელდა შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ახალ შენობაში 30-მდე მეხანძრე-მაშველი იმუშავებს, რომლებსაც ყოველდღიური ახალი სამუშაო ფორმები დაურიგდათ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41