საქართველომ ნატოში 2017 წლის წლიური ეროვნული პროგრამა წარადგინა

პარასკევი, 24 მარტი, 2017 - 23:07

ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში მუდმივი წარმომადგენლების მოადგილეების დონეზე გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ მარიამ რაქვიაშვილმა 2017წლის წლიური ეროვნული პროგრამა წარადგინა.

ალიანსის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, აღნიშნეს ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესი და დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ წლიურ ეროვნულ პროგრამაში ასახული რეფორმათა გეგმა. აღინიშნა, რომ დოკუმენტი ყოვლისმომცველი, ამბიციური და ამავდროულად რეალისტურია. ალიანსი მიესალმა მართლმსაჯულების, თავდაცვის, ადამიანის უფლებების დაცვისა და სხვა სფეროებში რეფორმების განხორციელებაში მიღწეულ პროგრესს და აღნიშნა ამ რეფორმების თანმიმდევრულად და წარმატებით გაგრძელების მნიშვნლელობა.

მოკავშირეებმა მხარი დაუჭირეს ქართული მხარის მიერ წარმოდგენილ 2017 წლის ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედერების დღის წესრიგს. ალიანსის წევრებმა საქართველოს მადლობა გადაუხადეს ნატოს მიერ წარმოებულ ოპერაციებში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის და საქართველოს ურყევი მზაობისთვის, გააგრძელოს მონაწილეობა საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. მათ ასევე აღნიშნეს ყველა არსებულ ფორმატში, მათ შორის, გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორობის ჯგუფის ფორმატში, საქართველოს აქტიური მონაწილეობა.მოკავშირეები ასევე მიესალმნენ საქართველოს აქტიურ ჩართულობას შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ალიანსში მიმდინარე დიალოგში.

ალიანსის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისადმი მათი ურყევი მხარდაჭერა. საქართველო წლიურ ეროვნულ პროგრამას 2009 წლიდან ახორციელებს.

2017 წლის წლიური ეროვნული პროგრამა 17 მარტს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიამ დაამტკიცა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41