თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე სამხედრო ძალების რეზერვის განვითარებისა და მართვის კონცეფცია წარადგინეს

პარასკევი, 24 მარტი, 2017 - 19:56

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი თავდგირიძეს მოუსმინეს, რომელმაც სამხედრო სარეზერვო სამსახურის განახლებული კონცეფცია წარმოადგინა.

მომხსენებელმა გამოსვლის დასაწყისში, სარეზერვო სამსახურის არსებული კანონმდებლობა მიმოიხილა და იმ ხარვეზებზე ისაუბრა, რომელიც, მისი შეფასებით, მოქმედ კონცეფციას ახასიათებს. მისი განმარტებით, არსებული სისტემა დღევანდელ გამოწვევებს ვერ პასუხობს და ამის მიზეზად გიორგი თავდგირიძემ ერთიანი და განახლებადი მონაცემთა ბაზის არარსებობა, რეზერვისა და მობილიზაციის დაგეგმვისა და კოორდინაციის ერთიანი სისტემის უქონლობა და საკანონმდებლო ბაზის მოუქნელობა დაასახელა.

მანვე სამხედრო ძალების რეზერვის გამოყენების პრინციპებსა და მართვის განახლებულ ხედვაზე კონცეფციის მიმართულებები წარმოადგინა და სამხედრო ძალების რეზერვის ახალ სტრუქტურაზე ისაუბრა.

„მიზანშეწონილია რეზერვი დაიყოს არა კატეგორიებად, არამედ შემოღებულ იქნას აქტიური სარეზერვო სამსახურის ცნება და დღეს არსებული სამი კატეგორიის რეზერვის გაუქმება. ეს საშუალებას მოგვცემს, შევქმნათ ტერიტორიული თავდაცვის ძალები და ფართოდ ჩავრთოთ მოქალაქეები ქვეყნის თავდაცვის სისტემაში. ისინი სამოქალაქო ცხოვრებას არ მოსწყდებიან, მაგრამ ამასთანავე მათი საბრძოლო უნარ-ჩვევა ძალიან მაღალი იქნება. მათი ორგანიზებულობაც იქნება ძალიან მაღალი. ტერიტორიული თავდაცვის ძალები შეიქმნება ეროვნული გვარდიის ბაზაზე დღეს არსებული ინფრასტრუქტურისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით და ფაქტობრივად, თანხობრივ დანახარჯებს არ გამოიწვევს”- განმარტა გიორგი თავდგირიძემ.

მისივე განცხადებით, რეზერვში დაკომპლექტების ასაკი 18-55 წლებით განისაზღვრება და იგი როგორც რეზერვისტის სახელფასო უზრუნველყოფას, ასევე კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო სოციალურ გარანტიებს განაპირობებს. მომხსენებლის განცხადებით, ახალი კონცეფცია სხვადასხვა დანიშნულების სარეზერვო დანაყოფების და დაჯგუფებების, კერძოდ კი, შეიარაღებული ძალების რეზერვის, ტერიტორიული რეზერვის და სპეციალისტთა რეზერვის შექმნას ითვალისწინებს.

გიორგი თავდგირიძემ თითოეული რეზერვის მომზადებაზე, დანიშნულებასა და გამოყენებაზე ისაუბრა და პირველ ეტაპზე საპილოტე პროგრამების გაშვების მნიშვნელობები შეაფასა.

„არსებული რესურსების პირობებში აქტიური სარეზერვო სისტემის შექმნით, ქვეყნის სამხედრო ძალები დამატებით 10-12 ათასიან სამხედრო დაჯგუფებას მიიღებს, ისე რომ არ მოხდება დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნა, დამატებითი შეიარაღების შესყიდვა და დამატებითი სამეთაურო რგოლის მოზიდვა. ამასთანავე, ქვეყნის თავდაცვაში მოქალაქეების ჩართულობის მაღალი დონე ტოტალური თავდაცვის ეფექტიანობას და სამხედრო ფარის მდგრადობას უზრუნველყოფს“, - განაცხადა გიორგი თავდგირიძემ.

კონფერენციის ძირითადი პრინციპების გაცნობის შემდეგ მომხსენებელმა პარლამენტის წევრების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა და დამატებითი განმარტებები გააკეთა. კომიტეტის სხდომაზე განხილულ დოკუმენტზე სხვადასხვა წინადადებები და რეკომენდაციები გამოითქვა.

კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი ბერაიამ კონცეფციის შემუშავების პროცესში ჩართულ ადამიანებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კონცეფცია, თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმის მნიშვნელოვანი კომპონენტია. მისივე განცხადებით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები თავდაცვის სფეროს რეფორმირების პროცესს დადებითად აფასებენ და ეს კონცეფციაც რეფორმის წარმატებული გაგრძელება იქნება.

სამხედრო სარეზერვო სამსახურის კონცეფცია თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა შეაფასა. მისი განცხადებით, სამინისტროს მიერ მომზადებული კონცეფცია ეფექტური დოკუმენტია და იგი მხარს უჭერს და მიესალმება მის მიღებას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41