რუსთავი2-ის გუნდი ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდება

შაბათი, 25 მარტი, 2017 - 12:12

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ძმები ყარამანიშვილების გადაწყვეტილებას, ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტის რუსთავი2-ის კოლექტივისთვის გადაცემის შესახებ, რევოლუციურად აფასებს და კონსულტაციების საწარმოებლად მზადყოფნას გამოთქვამს.

ნიკა გვარამიას განცხადებით, ორშაბათს დააფუძნებენ შპს-ს, რომელიც ამ 51% წილის მფლობელი გახდება.

გვარამიას თქმითვე, დღეს რუსთავი2-ის გუნდი 19:00 საათზე შეიკრიბება და გადაწყდება, რამდენი ადამიანი დააფუძნებს შპს რუსთავი2-ის გუნდს და გაირკვევა,  ვინ იქნება ამ წილის მფლობელი და მართვაზე პასუხისმგებელი.

„პირველ რიგში, ყარამანიშვილების შემოთავაზება არის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი და რევოლუციური. ეს არის პრაქტიკულად არხის თანამშრომლებისთვის საკონტროლო პაკეტის გადაცემა, რაც უნდა გვესმოდეს, რომ 51% რუსთავი2-ის არის შპს საქართველოს ხელში და შპს საქართველოს 51% საკონტროლო პაკეტი იქნება უკვე რუსთავი2-ის საკონტროლო პაკეტის. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის კოლექტივის ხელში გადაცემა იმ უფლების, რომ ის იყოს ძირითადი აქტორი არხის ბედის წარმართვაში,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46