ჰოსნი მუბარაქი ციხიდან გამოუშვეს

პარასკევი, 24 მარტი, 2017 - 18:19

ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი ექვსწლიანი პატიმრობის შემდეგ პატიმრობიდან გაათავისუფლეს, -  ამის შესახებ Sky News იტყობინება.

გამოცემის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ 2011 წლის საპროტესტო აქციების დროს მონაწილეების მკვლელობაში წაყენებული ბრალი მოუხსნა.

ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი, რომელიც ქვეყანას 1981 წლიდან მართავდა, 2011 წლის თებერვალში საპროტესტო აქციების გამო  გადადგა, ძალაუფლება კი სამხედროების ხელში აღმოჩნდა. ის აპრილის თვეში დააპატიმრეს, პროკურატურა მისი სიკვდილითთ დასჯას ითხოვდა. მუბარაქმა ციხეში რამდენიმე გულის შეტევა გადაიტანა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46