უზარმაზარ მღვიმეში, რომელიც 80 მეტრის სიღრმეში მდებარეობს, სხვა სამყარო აღმოაჩინეს +ფოტოკოლაჟი

პარასკევი, 24 მარტი, 2017 - 17:03

ვიეტნამის ეროვნულ პარკში არსებული მღვიმე ბრიტანელმა მეცნიერებმა ჰოვარდ ლიმბერტის ხელმძღვანელობით შეისწავლეს და იქ სხვა სამყარო აღმოაჩინეს. 

მსოფლიოში უდიდესი მღვიმის ფართი, რომელიც დედამიწის სიღრმეში, დაახლოებით 80 მეტრის ქვევით მდებარეობს, სიგრძით 5 კილომეტრზე და სიგანით 150 მეტრზე მეტია.

მღვიმე პლანეტაზე  უნიკალური ადგილი აღმოჩნდა  საკუთარი ფლორით, ფაუნით, ტბებით და პლაჟებით.

მღვიმე მდიდარია ნამარხებით და უძველესი სტალაქტიდებით, ასევე "იზრდება" უზარმაზარი სტალაგმიტები, რომელთა სიმაღლე  70 მეტრს აღწევს. მღვიმეში ჯუნგლებიცაა, სადაც 3-მეტრიანი ხეები იზრდება, ცხოვრობენ სხვადასხვა სახეობის ცხოველები - მაიმუნები, ღამურები, მფრინავი მელიები და დიდი ზომის ფრინველები.

მღვიმე ასევე ცნობილია უნიკალური კლიმატით, ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობის გამო ღრუბლებიც კი წარმოიქმნება. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46