ვიქტორ დოლიძემ კონფერენცია „ევროკავშირი 60 - ევროკავშირის წარსული, აწმყო და მომავალი“ გახსნა

პარასკევი, 24 მარტი, 2017 - 14:11

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, რომის ხელშეკრულების 60 წლისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინტიტუტის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია „ევროკავშირი 60- ევროკავშირის წარსული, აწმყო და მომავალი“ გაიმართა.

„1957 წლის 25 მარტს, 60 წლის წინ, რომში მოეწერა ხელი ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტებს, შეთანხმებებს. ეს იყო პირველი ორი დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებდა ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის შექმნისა და ამავე დროს ევროპის ატომურ სფეროში თანამშრომლობის ე.წ. ევროატომს, რომელსაც მერე, წლების განმავლობაში, მოჰყვა კიდევ უფრო მეტი ინტეგრაცია, კიდევ უფრო მეტი სიძლიერე, კიდევ უფრო მეტი განვითარება, მეტი ეკონომიკა, მეტი სოციალური კეთილდღეობა. ამიტომაც, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ევროპელებთან ერთად თბილისში გვეზეიმა. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო არის გამოკვეთილი ნაწილი ევროპის და საქართველო დარწმუნებული ვარ არის მომავალი წევრი ევროპული და ევროალანტიკური თანამეგობრობის.“- განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კონფერენცია ევროკავშირის გამოფენით: "მტკიცე კავშირი, რომელმაც დროს გაუძლო" გაიხსნა, რომელიც ევროკავშირის ისტორიის ძირითად ეტაპებსა და უმნიშვნელოვანეს მიღწევებს ასახავს. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ, ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მაოდგილე კარლო ნატალემ, იტალიის ელჩმა საქართველოში ანტონიო ბარტოლიმ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. კონფერენციაზე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის გამოწვევები განიხილეს, მათ შორის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA)შესახებ შეთანხმებებთან მიმართებით. ღონისძიებას სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41