საქართველო არასათანადოდ ასრულებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას - გიორგი თევზაძე

პარასკევი, 24 მარტი, 2017 - 12:46

უფლებადამცველის, საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარის გიორგი თევზაძის განცხადებით,  კონკრეტულ ქეისზე საქართველო არასათანადოდ ასრულებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას, რაც სამართლიანობის დამკვიდრებასთან დაკავშირებით შესაძლო ორმაგ სტანდარტზე გვაფიქრებინებს.

„საზოგადოება მედია საშუალებებით ინფორმირებულია საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელმა პროფკავშირმა დაიწყო ახალი ინიციატივის განხორციელება, რომელიც გულისხმობს საქართველოს მოქალაქეების საჩივრებზე მიღებული ევროსასამართლოს დადებითი გადაწყვეტილებების სათანადო აღსრულების მონიტორინგს. ამ ინიციატივის ფარგლებში საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი ახორციელებს საზოგადოებრივ მონიტორინგს ნოდარ მაკრახიძისა და შპს. „იზას“ მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილ საჩივარზე.

ევროსასამართლომ 2005 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი და კომპანია „იზას“ მოუხსნა დავალიანება, ამავე დროს, სახელმწიფოს დააკისრა ზიანის ანაზღაურება.

მიუხედავად ამისა, საქართველოს შემოსავლების სამსახური 2007 წელს შპს „იზას“ მიმართ დაკისრებული გადასახადით დღემდე ითხოვს ბიუჯეტის სასარგებლოდ იმ პერიოდის მიხედვით თანხის გადახდას, რომელზეც ევროსასამართლოს უკვე ნამსჯელი აქვს. ამდენად, არსებობს საკმარისი წინაპირობები იმისათვის, რომ ფაქტი შევაფასოთ, როგორც ევროსასამართლოს გადაწყვეტილების არასათანადოდ აღსრულება.

საკითხის გარკვევის მიზნით, შესაბამისი წერილით ორი თვის პერიოდში ორჯერ მივმართეთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომლის მხრიდან ჩვენი, ისევე როგორც შპს „იზას“ განცხადება, რეაგირების გარეშე იქნა დატოვებული. რაც ლეგიტიმურ კითხვებს ბადებს.

იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება მუდმივად აპელირებს სამართლიანობის დამკვიდრების აუცილებლობაზე, რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ ეს შემთხვევა ორმაგ სტანდარტზე მიანიშნებს. წარმოდგენილი გარემოებების ფონზე აშკარაა, რომ ამ საკითხზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოები, მათ შორის საქართველოს იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს კანონით მათზე დაკისრებულ ფუნქციებს, რომელიც ქმნის ამ უწყების პასუხისმგებელი პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენების წინაპირობებს. კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვა კონკრეტული მაგალითებით უნდა იქნეს უზრუნველყოფილი.

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გონივრულ ვადებში უზრუნველყოფს ჩვენს წერილებზე რეაგირებას. ასევე ვიმედოვნებთ, რომ არ შეიქმება რადიკალური სამართლებრივი ღონისძიების გამოყენების საჭიროება“, – აღნიშნულია უფლებადამცველის, საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარის გიორგი თევზაძის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5