საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკა მიშველაძისთვის 30 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა

პარასკევი, 24 მარტი, 2017 - 12:56

 თბილისის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ჟურნალისტ ეკა მიშველაძისთვის კომპენსაციის სახით 30 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მაუწყებელმა ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი,  900 ლარი უნდა გადაიხადოს.

სასამართლოს სხდომაზე მოსამართლე ასმათ კოხრეიძემ 2016 წლის 11 თებერვლის ბრძანება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ეკა მიშველაძის გათავისუფლების შესახებ ბათილად ცნო.

ეკა მიშველაძე სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც სსმ-ის ყოფილმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა მისი გადაცემა დახურა და სამსახურიდან გაათავისუფლა.

მიშველაძე სამსახურში აღდგენას, კომპენსაციას და მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.67
  • 3.15
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.57