​ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე ბრიუსელში NATO-ს სამიტზე საქართველოს წარმოჩენის საკითხი განიხილეს

ხუთშაბათი, 23 მარტი, 2017 - 20:36

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით დღეს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განიხილეს შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები და თავდაცვისუნარიანობის გაღრმავების გეგმები.

პრეზიდენტის განცხადებით, საუბარი შეეხო ასევე ბრიუსელში დაგეგმილ NATO-ს სამიტს და სამიტზე საქართველოს საკითხის წარმოჩენის თვალსაზრისით კოორდინირებულად გადასადგმელ ნაბიჯებს.

„თქვენ იცით, რომ ბრიუსელის სამიტზე მარტო NATO-ს წევრი ქვეყნები არიან მოწვეული. შესაბამისად, საქართველოს წინაშე მნიშვნელოვანი ამოცანა დგას - კოორდინირებულად იმოქმედონ თავდაცვამ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, უშიშროების საბჭომ, პრემიერმინისტრმა, პრეზიდენტმა იმისთვის, რომ ჩვენი პარტნიორებისა და ჩვენი მხარდამჭერების მეშვეობით საქართველოს საკითხს შესაბამისი ყურადღება მიექცეს“, - განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.

სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.55
  • 3
  • 3.4
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5