როსტოს 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ხუთშაბათი, 23 მარტი, 2017 - 21:24

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა-შენახვისთვის ლევან როსტოშვილი და ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით შეძენა-შენახვისთვის ლაშა კურტანიძე დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ლევან როსტოშვილმა და ლაშა კურტანიძემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს 43,0381 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა (მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი). 2016 წლის 5 მაისს სამართალდამცველების მიერ ქ.თბილისში ვაჟა–ფშაველას გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული იქნენ ლევან როსტოშვილი და ლაშა კურტანიძე. ლევან როსტოშვილის ავტომანქანის ჩხრეკისას, რომლითაც აღნიშნული პირები გადაადგილდებოდნენ, ამოღებული იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 42,9524 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა ფხვნილის, კრისტალების და 136 აბის სახით. ხოლო ლაშა კურტანიძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა დიდი ოდენობით 0,0857 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან როსტოშვილი დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა-შენახვა) და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ამავე განაჩენით სასამართლომ ლაშა კურტანიძე დამნაშავედ სცნო 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით შეძენა-შენახვა) და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ლევან როსტოშვილი და ლაშა კურტანიძე პატიმრობაში სასამართლო დარბაზიდან იქნენ აყვანილი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41