მსჯავრდებულებს საკუთარი ხარჯებით ტელევიზორების შეძენა შეეძლებათ

ხუთშაბათი, 23 მარტი, 2017 - 17:49

 გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის, დაბალი რისკისა და ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ მსჯავრდებულებს, უფლება ექნებათ პირადი ტელევიზორი და რადიომიმღები ყოველგვარი ნებართვის გარეშე შეიძინონ. აქამდე, ამისთვის, პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ნებართვა იყო საჭირო.

„პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს ტელევიზორით სარგებლობის უფლების მოპოვება დირექტორის თანხმობით არის შესაძლებელი. მხოლოდ მას აქვს დისკრეცია მისცეს მსჯავრდებულს ან არ მისცეს ტელევიზორით სარგებლობის ნებართვა. გთავაზობთ, რომ ნახევრად ღია და ღია ტიპის დაწესებულებებში, ასევე, დაბალი რისკის დაწესებულებაში და გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებებში, ტელევიზორით სარგებლობის უფლება ფუნდამენტური უფლება იყოს, რომელიც დირექტორის გადაწყვეტილებასთან არ იქნება დაკავშირებული“,- განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარადგინა.

ამასთან, მინისტრის თქმით, განსაკუთრებული რისკისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ტელევიზორით და რადიომიმღებით სარგებლობაზე, ნებართვა კვლავ დირექტორის თანხმობით გაიცემა. ტელევიზორი ამანათით აღარ მიიღება. მისი შეძენა საკუთარი ხარჯით, ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეეძლება მხოლოდ დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში.

დაწესებულების მაღაზიაში პროდუქციის ფასის საბაზრო ღირებულებასთან შესაბამისობა სამინისტროს მიერ გაკონტროლდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.43
  • 3
  • 3.48
  • 0.04
  • 0.59
  • 1.43