გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო „ართანა ჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხუთშაბათი, 23 მარტი, 2017 - 14:41

 გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

"2017 წლის 17 თებერვალს, სამინისტროში შ.პ.ს "ართანა ლოპოტას“ მიერ, წარმოდგენილ იქნა 4.22 მგვტ სიმძლვრის ართანა ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში. ამ ეტაპზე სამინისტროში მიმდინარეობს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის განხილვა. გახილვის შემდგომ მომზადდება კონკრეტული შენიშვნები და წინადადებები და გადაეგზავნება საქმიანობის განმახორციელებელს.

აღნიშნული პროექტის საჯარო განხილვა დაგეგმილია მიმდინარე წლის 6 აპრილს, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში. შეხვედრას ასევე დაესწრება სამინისტროს წარმომადგენელი. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია მიიღოს და განიხილოს დაინტერესებული საზოგადოების მიერ წარდგენილი შენიშვნები და წინადადებები.

ამასთან, სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას მიღოს და განიხილოს ნებისმიერ დაინტერესებული პირის მოსაზრებები წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით. დამატებით აღვნიშნავთ, რომ საჯარო განხილვის ეტაპი არ არის გადაწყვეტილების მიღების საბოლოო ეტაპი, ვინაიდან პროექტის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის დამტკიცების ეტაპზე", - ნათქვამია განცხადებაში..

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.48
  • 2.9
  • 3.31
  • 0.04
  • 0.52
  • 1.46