ირაკლი სესიაშვილი განცხადებას ავრცელებს

ხუთშაბათი, 23 მარტი, 2017 - 15:56

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრი ირაკლი სესიაშვილი განცხადებას ავრცელებს.

"როგორც იცით, გუშინ “ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამართა ბრიფინგი და სამწუხაროდ, აბსოლუტურად უაპელაციო განცხადებები გააკეთა, თითქოსდა საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთის მიმართულებით ხდებოდა სამხედრო ტექნიკის გადაადგილება. სამწუხაროდ, ჩვენ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სხვა პოლიტიკურმა ძალებმა შეგვაჩვიეს უაპელაციოდ განცხადებების გაკეთება და რომლებიც, სამწუხაროდ, მიმართულია ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, იმდენად, რამდენადაც ძალიან კარგად გესმით, რომ ეს თემა არის ძალიან მგრძნობიარე და მისი მსმენელი არის არა მხოლოდ ჩვენი ადგილობრივი მოსახლეობა, არამედ ჩვენი მეზობლებიც, რომლებთანაც გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა.

თქვენ იცით, რომ თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა განცხადება და მე მინდა ყველა იმ ადამიანმა, ყველა იმ პოლიტიკურმა ძალამ კარგად დაიმახსოვროს, რომ მეორედ თავი შეიკავონ ასეთი ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებებისგან. რამდენიმე წელია, წლებია უკვე საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან არ ყოფილა მოთხოვნა სამხედრო დანიშნულების ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებით და ამიტომ, მე მათ ყველას მოვუწოდებ, რომ ასეთი განცხადებებისგან თავი შეიკავონ. ნებისმიერი პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი პირველ რიგში ამ ინფორმაციას გადაამოწმებდა.

თქვენ ძალიან კარგად გესმით, რომ ამ ინფორმაციის გადამოწმება რთული არ არის. მეც რომ დამკავშირებოდნენ, რა თქმა უნდა, უმარტივესად, მაქსიმუმ სამ წუთში გავცემდი ინფორმაციას, რომ ეს იყო სამოქალაქო ტვირთი, რომელიც განკუთვნილია სამაშველო სამსახურისთვის. ეს არის „გაზ 34 039“ ტიპის სამაშველო ტექნიკური საშუალება და არანაირად არ წარმოადგენს სამხედრო დანიშნულებას. შესაბამისად, აღარ საჭიროებს საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით თავდაცვის სამინისტროს ნებართვას. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ვწუხვარ რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს ტყუილების პოლიტიკას, რითაც შეცდომაში შეჰყავს ჩვენი მოსახლეობა, რითაც აზიანებს სახელმწიფო ინტერესებს და ქმნის აბსოლუტურად უსაფუძვლო აჟიოტაჟს, რომელი, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის არის მიმართული მთლიანად", - ნათქვამია განცხადებაში..

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46