მსჯავრდებულები უმაღლეს განათლებას მიიღებენ

ხუთშაბათი, 23 მარტი, 2017 - 14:44

დაბალის რიკის პენიტენციურ დაწესეულებაში და გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღვეთის დაწესებულებაში განთავსებულ საშიშროების დაბალი რისკის მსჯავრდებულებს, სასჯელის მოხდის პერიოდში, საშუალება მიეცემათ უმაღლესი განათლება მიიღონ.

საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც აღნიშნულ სიახლეს ითვალისწინებს, პარლამენტის პლენარულ სესიაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა ისაუბრა. მინისტრმა განმარტა, რომ პენიტენციურ სისტემაში დღეს არიან პატიმრები, რომლებსაც უკვე წარმატებით აქვთ ჩაბარებული ეროვნული გამოცდები.

„ერთ-ერთმა გრანტიც კი აიღო, მაგრამ იმის გამო, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მსჯავრდებულთათავის უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას, მათ სტატუსი შეჩერებული აქვთ. აკადემიური სტატუსის შეჩერება კი, არ შეიძლება აღემატებოდეს 5 წელს. შესაბამისად, ზოგ შემთხვევაში, წარმატებულად ჩაბარებული გამოცდების შედეგები 5 წლის გასვლის შემდეგ უქმდება“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

მისი განცხადებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით, მოამზადა საკანონმდებლო ცვლილება. შესაბამისად, თუ პარლამენტი მას მხარს დაუჭრს მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა ექნებათ, ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამაზე, ელექტონული ფორმით.

კახა კახიშვილის განცხადებით, სამინისტრომ საკომიტეტო მოსმენების დროს გამოთქმული მოსაზრებები გაითვალისწინა და მსჯავრდებულების მონაწილეობა გამოცდებში საერთო წესით განხორციელდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41