სამსახურეობრივი ვალდებულებების შესრულებისას კიდევ რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა

ხუთშაბათი, 23 მარტი, 2017 - 13:46

საქართვე,ლოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სამსახურეობრივი ვალდებულებების შესრულებისას  დაღუპული ადამიანების შესახებ განცხადებას ავრცელებს

გავრცელებული ინფორმაციით, 2017 წლის 15 მარტს თბილისში მშენებლობაზე დაიღუპა მუშა, რომელიც ლიფტის შახტაში ჩავარდა. 2017 წლის 21 მარტს, ბათუმში მშენებლობიდან გადმოვარდა მუშა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს ამ ტრაგიკული შემთხვევების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილების ოჯახებს.

ეს ფაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახელმწიფოში არ არსებობს ეფექტური მექანიზმი, რომელიც მძიმე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფს. შსს-ს მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის განმავლობაში სამუშაოს შესრულებისას დაიღუპა 53 და დაშავდა 85 ადამიანი. სახალხო დამცველმა არაერთხელ მოუწოდა პარლამენტს და მთავრობას, რომ აუცილებელია შეიქმნას უსაფრთხოების წესების დაცვასთან დაკავშირებით სრულყოფილი რეგულაციები და განხორციელდეს მათი შესრულების მკაცრი მონიტორინგი, რომელიც მინიმუმადე შეამცირებს სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობას, თუმცა სახელმწიფოს არავითარი ქმედითი და ეფექტური ნაბიჯები არ გადაუდგამს.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული რეკომენდაციის შესრულების შემთხვევაში, თავიდან იქნებოდა აცილებული სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა შემთხვევების ნაწილი მაინც. იმის მიუხედავად, რომ სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა წლიდან წლამდე მზარდია, სახელმწიფო ამ ტრაგიკული შემთხვევების პრევენციის მიზნით მაინც არ დგამს ქმედით ნაბიჯებს და არ ქმნის კონტროლის ეფექტური მექანიზმებით აღჭურვილ შრომის ინსპექციას.

სახელმწიფოს რეაგირება შემოიფარგლება მხოლოდ ფატალური შედეგის დადგომის შემდეგ პასუხისმგებელი პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემით. ამ შემთხვევაშიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით. რაც, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს პრევენციას. პრევენციის პოლიტიკის გარეშე კი მსგავსი შემთხვევების მნიშვნელოვანი შემცირება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. პასუხისმგებლობა არამხოლოდ სამშენებლო კომპანიებს, არამედ სახელმწიფოსაც ეკისრება.

საჭიროა შეიქმნას შრომის უსაფრთხოების წესების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანო - შრომის ინსპექცია და მათი დარღვევისთვის შესაბამისი სანქციები განისაზღვროს. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას, ყველა ზომა მიიღონ ქვეყანაში უსაფრთხო შრომის პირობების უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41