მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროს ნეშტი დაკრძალეს

ხუთშაბათი, 23 მარტი, 2017 - 13:18

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ნეშტი სამხედრო პატივით დაკრძალეს.

2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული II ქვეითი ბრიგადის უმცროსი სერჟანტის, ანზორ ვახტანგის ძე გელდიაშვილის ნეშტი ახალციხიდან თბილისში, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ოჯახის თხოვნით გადმოასვენეს. ძმათა სასაფლაოს მიმდებარედ არსებულ აგვისტოს ომის მსხვერპლთა სახელზე აგებულ ეკლესიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა, დავით ლონდარიძემ უმცროსი სერჟანტის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

მუხათგვერდში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, პოლკოვნიკები - ნიკოლოზ ჯანჯღავა, შალვა ჯაბახიძე და ზაზა ჩხაიძე, ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე, ასევე სხვა სამხედრო პირები იმყოფებოდნენ.

დაკრძალვის ცერემონიალს დაღუპული სამხედრო მოსამსახურის თანამებრძოლები, ოჯახის წევრები და ახლობლები დაესწრნენ. საეკლესიო რიტუალის შემდეგ, სამხედრო მოსამსახურის ნეშტი ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულმა სამხედროს საგანგებო ზალპით მიაგო პატივი, სამხედრო- საჩვენებელმა ორკესტრმა კი, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და სამგლოვიარო მარში შეასრულა.

უმცროსი სერჟანტი ანზორ გელდიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2005 წლიდან მსახურობდა. სამხედრო მოსამსახურე 2008 წლის რუსეთ- საქართველოს ომში II ქვეითი ბრიგადის ჯავშანსატანკო ბატალიონთან ერთად ჩაერთო. მისი ქვედანაყოფი სოფელ ტბეთის მიმდებარედ საქართველოში შემოჭრილ მოწინააღმდეგეს აქტიურად ებრძოდა.

ანზორ გელდიაშვილი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვებულია მედლებით - „მხედრული მამაცობისთვის“ და „სამშობლოსათვის თავდადებული“.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39