საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბრიტანელ ხალხს უსამძიმრებს

ხუთშაბათი, 23 მარტი, 2017 - 11:49

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბრიტანელ ხალხს უსამძიმრებს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და გულწრფელად თანავუგრძნობ ბრიტანელ ხალხს და ჩვენს ბრიტანელ კოლეგებს ლონდონში მომხდარი თავდასხმის გამო, რომელიც ტერორისტულ აქტად არის შეფასებული. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არის თავდასხმა არა მხოლოდ ბრიტანელ ხალხზე, არამედ მთელ თავისუფალ, ცივილიზებულ სამყაროზე.

მომხდარი კიდევ ერთხელ თვალნათლივ გვანახებს ტერორიზმთან ბრძოლისა და გლობალური უსაფრთხოების საკითხებში ერთობლივი ძალისხმევის მობილიზების და თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ქართველი ხალხის და საქართველოს პარლამენტის სახელით, ბრიტანელ ხალხს ვუცხადებ თანადგომას ამ მძიმე წუთებში", - ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის სამძიმრის წერილში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.47
  • 2.97
  • 3.34
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46