ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის ოფისში ქართული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

სამშაბათი, 21 მარტი, 2017 - 20:09

საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის ოფისში ქართული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებაზე, რომელსაც დამსახურებული და ღვაწლმოსილი ჟურნალისტები ესწრებოდნენ, პროფესიული დღე კავშირის ახალმა ხელმძღვანელებმა, თანათავმჯდომარეებმა მარინა თექთუმანიძემ და მარინე გიგინეიშვილმა მიულოცეს. 

ღონისძიების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებმა "მზიურის" პარკში  პატივი მიაგეს კონფლისქტის ზონაში დაღუპული ჟურნალისტების ხსოვნას და  საშა იოსელიანის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ქართული ჟურნალისტიკის დღედ 21 მარტი, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 1993 წელს ერთობლივად დააწესეს.

ქართული ჟურნალისტიკის დღედ ამ თარიღის დაწესება  პირველი ქართული გაზეთის დაარსებას და მისი პირველი ნომრის გამოშვებას უკავშირდება. გამოცემას თავდაპირველად „საქართველოს გაზეთი“ შემდეგ კი „ქართული გაზეთი“ ეწოდებოდა. გაზეთის პირველი ნომერი 1819 წლის 8 მარტს (ძველი სტილით), ახალი სტილით კი 21 მარტს გამოიცა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41