სამხედრო ატაშეები საქართველოს თავდაცვის უწყების რეფორმას მხარდაჭერას უცხადებენ

ოთხშაბათი, 22 მარტი, 2017 - 13:11

 საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები, შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი და სამომავლო გეგმები ის ძირითადი საკითხები იყო, რაც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამხედრო ატაშეების ასოციაციის წარმომადგენლებს გააცნო.

შეხვედრა საქართველოში აკრედიტებული თავდაცვის ატაშეების ასოციაციის წლიური გეგმის ფარგლებში გაიმართა. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მინისტრთან ერთად მისმა პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა, გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და მისმა პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ უმასპინძლეს.

შეხვედრას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი  ჯგუფისა  და გენერალური შტაბის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, ახალი სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტს (SDR) და იმ ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებს, რომელიც დოკუმენტშია ასახული.

„სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტი 2017-2020“ ოთხი წლის განმავლობაში თავდაცვის სამინისტროს სახელმძღვანელო დოკუმენტი იქნება, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში განვითარების ძირითად მიმართულებებს განსაზღვარს და მიზნად საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაზრდასა და ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას ისახავს.

„სამხედრო ატაშეებთან შეხვედრის მთავარი მიზანია თავდაცვის ტრანსფორმაციის პრიორიტეტების ჰარმონიზება იმ ინიციატივებთან, რომლებიც საქართველოში ცალკეულ ქვეყნებს თავდაცვის სფეროში გააჩნიათ, ასევე, ამ პრიორიტეტების სინქრონიზება ნატო-საქართველოს არსებით პაკეტთან და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამასთან, რომელსაც 2017 წელს ვიწყებთ. ეს ფორმატი გვაძლევს საშუალებას, ერთმანეთს აზრები გავუზიაროთ და პროცესში ერთად ჩავერთოთ“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

სამხედრო ატაშეებმა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა დადებითად შეაფასეს, მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს და თავდაცვის სფეროში ინტენსიური თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვეს.

სამხედრო ატაშეების ასოციაცია 24 ქვეყნის წარმომადგენელს აერთიანებს. ატაშეების გაერთიანების მიზანია, საქართველოს უსაფრთხოების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაციის პირველწყაროდან მიღება. სამხედრო ატაშეები საქართველოს სამხედრო უწყებასთან ორმხრივი გეგმის ფარგლებში თანამშრომლობენ. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5