სკანდინავიურ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები ტექნოპარკს ეწვივნენ

ოთხშაბათი, 22 მარტი, 2017 - 13:08

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების სააგენტოს ტექნოპარკს დღეს სკანდინავიურ - ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები ეწვივნენ. უცხოელ სტუმრებს ტექნოპარკში მასპინძლობა გაუწია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ. მან დელეგაციის წევრებს ტექნოპარკში მიმდინარე პროექტები გააცნო.

დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: დანიის პარლამენტის (ფოლკეტინგი) თავმჯდომარე პია კარსგაარდი; ესტონეთის პარლამენტის (რიიგიკოგუ) თავმჯდომარე ეიკი ნესტორი; ლატვიის სეიმის თავმჯდომარე ინარა მურნიეცე; ლიტვის სეიმის თავმჯდომარე ვიქტორას პრანცკიეტისი; ნორვეგიის პარლამენტის (სტორტინგი) თავმჯდომარე ოლემიკ ტომესენი; ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არტო სატონენი; ისლანდიის პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სტეინგრიმურ სიგფუსონი; ასევე შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარტინა ქვიქი.

სტუმრებმა ტექნოპარკის სივრცე დაათვალიერეს და სააგენტოს პროგრამებსა და პროექტებს გაეცნენ. შედგა ორმხრივი შეხვედრა, რომლის მიზანი იყო ნორდიკულ- ბალტიური რვიანის წევრ ქვეყნებთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და სტარტაპების განვითარების კუთხით. ასევე, NB8-ის წევრი ქვეყნებისგან გამოცდილების გაზიარება და ქართულ სტარტაპებსა და მათ სტარტაპებს შორის მჭიდრო კავშირების დამყარება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობაზე. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის პარტნიორებს ინფორმაცია ჰქონდეთ საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის შექმნის მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ინოვაციების სააგენტოს მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ.

ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების დელეგაცია საქართველოს 20 მარტს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვედრებს მართავს საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებთან.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41