22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა

ოთხშაბათი, 22 მარტი, 2017 - 11:57

წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში 1993 წლიდან აღინიშნება, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ინიციატივით, ქვემო ფონიჭალაში, მდინარე მტკვრის სანაპიროს დასუფთავების აქცია გაიმართა.

აქციაში მონაწილეობა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავამ ორგანიზატორებთან და მოხალისეებთან ერთად მიიღო. დასუფთავების აქცია პროექტის - „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ახორციელდებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“.

პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით. აქციაში მონაწილეობა ქალაქ თბილისის მერიის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის წარმომადგენლებმაც მიიღეს.

22 მარტი წყლის საერთაშორისო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ დააწესა. ეს არის დღე, როდესაც მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებენ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი პროდუქტია სასმელი წყალი კაცობრიობისათვის და რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება წყლის რესურსების მოფრთხილებასა და დაცვას.

წყლის საერთაშორისო დღე საქართველოში რამდენიმე წელია აქტიურად აღინიშნება. მასში, როგორც სახელმწიფო, ასევე სხვადასხვა კერძო სექტორის წარმომადგენლებია ჩართული. გაეროს შემუშავებული აქვს სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც 2030 წლისთვის მსოფლიოში სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობა ყველას უნდა ჰქონდეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5