პოლიტიკოსი ივანიშვილი ქველმოქმედი ივანიშვილის წინააღმდეგ - ჯუმბერ კირვალიძე ბიძინა ივანიშვილის პრემიერად დაბრუნებას ითხოვს

სამშაბათი, 21 მარტი, 2017 - 14:23

პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ითხოვს. კირვალიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაწეულმა უპრეცენდენტო ქველმოქმედებამ საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა პრობლემები ვერ მოაგვარა და ვერც მომავალში გადაჭრის. ვერც პრემიერ-მინისტრების ცვლილებები ვერ მოიტანს სასურველ შედეგს,

"მესამე პრემიერის" კანდიდატურის ძებნას აზრი არა აქვს, რადგანაც მმართველ პარტიაში ამ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის შესაბამისი პოლიტიკური და პიროვნული რეიტინგი არავის გააჩნია", - აცხადებს კირვალიძე..

შექმნილ ვითარებაში, ჯუმბერ კირვალიძე თვლის, რომ ივანიშვილის მხრიდან მიღებულ უნდა იქნას სწორი და გაბედული პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც ხელს შეუწყობს მიმდინარე სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების მშვიდ, პროგრესულ და ლეგიტიმურ განვითარებას.

"ეს კი, შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდება იმ პოსტზე, რომელიც მან ნებაყოფლობით დატოვა 2013 წლის შემოდგომაზე", - აცხადებს პოლიტოლოგი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46