ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრი თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესს მხარს უჭერს

სამშაბათი, 21 მარტი, 2017 - 15:22

ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრი თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესს მხარს უჭერს, - ამის შესახებ ცენტრის დირექტორმა, ჯონ ჰერბსტმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელთან შეხვედრისას, მინისტრმა ყურადღება საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით ატლანტიკური საბჭოს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა. საუბარი, ასევე აშშ-საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებას, რეგიონულ უსაფრთხოებას, თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ რეფორმებსა და სხვა საკითხებს შეეხო.

"ატლანტიკურ საბჭოს სურს მხარი დაუჭიროს ამ პროცესს, კერძოდ, ორგანიზება გაუწიოს სხვადასხვა შეხვედრას, კონფერენციას, სადაც მიმოხილული იქნება უსაფრთხოების საკითხები რეგიონში და მნიშვნელობა იმ რეფორმებისა, რომელიც უწყებაში ტარდება, იმისთვის, რომ ვიყოთ უფრო მაღალი მზაობის ხარისხში, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში",  - განცახადა თავდაცვის მინისტრმა, შეხვედრის დასრულების შემდეგ.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ ოქტომბერში ბათუმი თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას (GDSC) უმასპინძლებს. შეხვედრას, რომელიც თავდაცვის უწყებაში გაიმართა, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და ატლანტიკური საბჭოს დირექტორთა საბჭოს წევრი ზაზა მამულაიშვილი დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4